მთავარისიახლეებიკულტურაიუნესკომ ბაბილონი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

იუნესკომ ბაბილონი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

Published on

იუნესკომ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად ახალი ადგილები აღიარა, მათ შორის ანტიკური ქალაქი ბაბილონი.

ერაყი 4 ათასი წლის ნანგრევების კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას 1983 წლიდან ლობირებდა. ქვეყნის დელეგაციამ გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება ბაბილონის მნიშვნელობისა და მესოპოტამიის ცივილიზაციის აღიარებად შეაფასა.

ბაბილონი 4000 წლის წინ დაარსებული ქალაქია.  იგი ცნობილია დაკიდული ბაღებით, რომელიც ერთ-ერთი იყო მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან.

ბაბილონის ტერიტორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში მცირედით დაზიანდა. ამის მიზეზი თავდაპირველად ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასახლის მშენებლობა და მოგვიანებით ამ ტერიტორიის ამერიკული ბაზისთვის გამოყენება გახდა.

ბაბილონის გარდა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი კიდევ 5 ადგილს მიანიჭეს. მათ შორის ბრაზილიის სანაპირო ქალაქ პარატის ისტორიული ცენტრი, საფრანგეთის სამხრეთი და ანტარქტიდული ტერიტორიები და ისლანდიის ერთ-ერთი ეროვნული პარკი.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...