მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 3 მილიონით გაიზარდა

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 3 მილიონით გაიზარდა

Published on

ზუგდიდის ბიუჯეტის 3 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თანხა ადგილობრივი და ქონებრივი გადასახადებიდან შემოვიდა.

„ეს არის 6 თვის მონაცემები. რაც შეეხება ადგილობრივ მოსაკრებლებს ბუნებრივი რესურსებიდან, ასევე კორპორაცია და ქონებრივი გადასახადიდან. თანხა ასევე შემოვიდა  არაფინანსური აქტივიდან. შესაბამისად ბიუჯეტი განისაზღვრა 65 მილიონ 533 ათას ლარით.  ეს თანხები გადანაწილდა სოცილურ და ჯანდაცვის საკითხებზე.  ასევე გადანაწილდა ჩვენს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების და სუბსიდირების ზრდაზე. გარდა ამისა,  გადანაწილდა წინა წელს წარმოშობილი ვალდებულების დაფინასების მიმართულებით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ კარგი მუშაობის შედეგად ნახევარი წლის მონაცემებით გადაჭარბებით ხდება გარკვეული პარამეტრების შესრულება“,- განაცხადა წოწერიამ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...