მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგი ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას - რას ელიან „რუსთავი 2"-ის საქმეზე

სტრასბურგი ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას – რას ელიან „რუსთავი 2″-ის საქმეზე

Published on

დარჩება თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, რომლის თანახმად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, ეს 18 ივლისს გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ უნდა გამოაცხადოს.

„სტრასბურგის სასამართლომ უნდა თქვას, შეელახა თუ არა მოწინააღნდეგე მხარის უფლებები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რამაც შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს სტრასბურგის სასამართლოს, ანუ შეიცვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება. გვაქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე არის ქიბარ ხალვაში“, – აცხადებს ქიბარ ხარლვაშის ინტერესების დამცველი, პაატა სალია For.Ge-სთან საუბრისას.

For.Ge-ს კითხვაზე, თუკი სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას არხის დღევანდელი მფლობელები, სალია პასუხობს: „კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც ასევე დადასტურდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ვინმე არ დაემორჩილება, ეს მისი არჩევანია. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.

ექსპერტი გია აბაშიძეც ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრეს, ქიბარ ხარლვაშს.

„ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს. როგორც რიგი იურისტები მეუბნებიან, სხვანაირად ამ ქეისს სამართლებრივი „კვანძის გახსნა“ არ გააჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამია, რომელიც კვალიფიციური იურისტია და ჰყავს გარშემო რამოდენიმე ასეთიც, ზუსტად იცის, რომ პროცესს აგებს. არ გამოვრიცხავ, რომ 18 ივლისის ვერდიქტზე ინფორმაცია წინასწარ უკვე აქვს შიგნიდან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროცესი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება „დაიცავი „რუსთავი 2“-ის სლოგანით“, – აცხადებს გია აბაშიძე.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...