მთავარისიახლეებირეგიონებისამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტებისთვის თანხა 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება...

სამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტებისთვის თანხა 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლისთვის ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება.სამუშაო  შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები,  რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას და მიმდინარეობას.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...