მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მაგის ჩიტია ახლა გახარია, ჭოხონელიძის ან ჩიჩუას სიმღერის გამო გადადგეს. მიუშვით მიკროფონთან...

,,მაგის ჩიტია ახლა გახარია, ჭოხონელიძის ან ჩიჩუას სიმღერის გამო გადადგეს. მიუშვით მიკროფონთან პოლიტიკური პარტიის ლიდერები!” – რევაზ კემულარია

Published on

საპროტესტო აქცია კერძო საკუთრებად აქციეს. მხოლოდ ისინი და სხვა არავინ! 
და მაგის ჩიტია ახლა გახარია, ჭოხონელიძის ან ჩიჩუას სიმღერის გამო გადადგეს. მიუშვით მიკროფონთან პოლიტიკური პარტიის ლიდერები.! და რახან ეს არ გინდათ, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. წერს სართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი რეზო კემულარია თავის ფეისბუქგვერდზე.

განა პირველი შემთხვევაა ქართველი ხალხი სიმართლისთვის რომ ისჯება? გაიხსენეთ 90- წლები. შევარდნაძის რეჟიმი. კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დახვრეტა, დაპატიმრება, დევნა. სანწუხაროდ ვინც გვდევნიდა, გხვრეტდა, გვაწამებდა, იმ ხალხმა უცებ მოირგეს დემოკრატიის ნიღაბი და სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდნენ. რამდენიმემ ნაციონალურ მოძრაობასაც შეაფარა თავი. გოგა ხაინდრავა მინისტრადაც დანიშნეს, ბევრი მათგანი კი დეპუტატიც გახდა.

შემდეგ კი ამ ხალხის უმრავლესობა დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს და დღეს უკვე ვხედავთ რაც ხდება. ზვიად გამსახურდიას მომხრეების ჯინაზე, არცერთი სახელმწიფო დამნაშავე არ დასჯილა და დღესაც არხეინად გრძნობენ თავს და ოკუპირებული აქვთ თითქმის ყველა ტელევიზია და მოძღვრავენ ხალხს.

ასეა ჩემო მეგობრებო, როცა დამნაშავეებთან გარიგებაში შეხვალთ, მერე დამნაშავე გსჯით! რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო დამნაშავეები ყოველთვის რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ, არიან და იქნებიან. ასე რომ პუტჩი გრძელდება და სულ მალე დიქტატურის უროს თავში ჩარტყმის სიმძიმესაც ვიგრძნობთ… 


სამწუხაროდ მტერმა მიაღწია ჩვენს გათიშულობას. ყველანი ცალცალკე ვყმუით, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. ოპოზიცია კი დაბნეული, იდეის გარეშე, საკუთარი ხელით შემოხაზულ წრეში ჩარჩენილი მეჩვენება და არამგონია შეძლოს გარღვევა. ერთად- ერთი იმედი ხალხია, მაგრამ ხალხს წინამძღოლი არ ყავს და მხოლოდ სკიდან გაფრენილ ფუტკრებივით ბზუის. რუთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. თუ მოვახერხებთ ერთად დადგომას, შევძლებთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. მხოლოდ დამძახებელია საჭირო!!!

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...