მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა ნაყოფია: ,, თუ ჰგონიათ, რომ ამ გადაკვალიფიცირებით ვინმეს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან,...

კობა ნაყოფია: ,, თუ ჰგონიათ, რომ ამ გადაკვალიფიცირებით ვინმეს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან, ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს “

Published on

„, თუ ჰგონიათ, რომ ამ გადაკვალიფიცირებით ვინმეს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან, ხელისუფლება ვერაფერს ვერ მიაღწევს “ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია საგამოძიებო უწყების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის მოვლენების საქმეს ამბოხების ორგანიზების მუხლით იძიებს.

კობა ნაყოფიას შეფასებით, ხელისუფლება თავის ბრალეულობის ოპოზიციაზე გადაბრალებას გეგმავს, რასაც ვერ მიაღწევს.

„რა ამბოხებაზეა საუბარი, ჩვენ ჩავსვით ან ოპოზიციის ლიდერებმა ან ოპოზიციურმა პარტიამ რომელიმემ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ამას ამზადებდნენ ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოში ხდებოდა 20 ივნისს, როდესაც პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, ააღებინეს ვინმე გავრილოვს. ამის შემდეგ საუბარი რაღაც ამბოხებაზე და წინასწარ ამბოხების მომზადებაზე სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს. ამით ხელისუფლება ვერაფერს ვერ მიაღწევს, თუ ჰგონიათ, რომ ამ გადაკვალიფიცირებით ვინმეს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან,“ – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობისთვის აქციის 4 მონაწილეა დაკავებული. ამის პარალელურად კი, პროკურატურა ამბოხების ორგანიზებასაც იძიებს, რა შემთხვევაშიც ძიების ინტერესი ოპოზიციის ლიდერები არიან

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...