მთავარიUncategorizedკამანის მცველთა მოწამებრივი აღსასრული - ინფორმაცია გავრილოვების მონებისათვის ერსა და ბერში

კამანის მცველთა მოწამებრივი აღსასრული – ინფორმაცია გავრილოვების მონებისათვის ერსა და ბერში

Published on

1993 წლის 5 ივლისი – კამანის (კომანი) დაცემის დღეა

ამ დღეს მოწამებრივად აღესრულნენ – კამანის ეკლესიის ბერ-მონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი და კამანის სიწმინდეების აღმდგენელი, იური (გიორგი) ანუა.

ბრძოლები კამანში 5 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა. სოფელს რუსების, კონფედერატთა რაზმები და აფხაზი სეპარატისტები უტევდნენ, ჯამში ხუთას მებრძოლზე მეტი. მიუხედავად სიმცირისა, კამანის დაცვამ საკმაოდ მედგარი წინაამღდეგობა გაუწია მტერს და, რომ არა მოწყვეტილი მდებარეობა ბრიგადის მთავარი ძალებისაგან, მტერი მის აღებას გამოუსწორებელი ზარალის გარეშე ვერ მოახერხებდა.

5 ივლისს კამანის ტაძარში და ქალთა მონასტერში შეჭრილმა მტერმა გააპატიურა, აწამა მონაზვნები და ქრისტიანული მრევლი -ამას აყურებინეს მამა იური ანუას და ქალთა მონასტრის ზედამხედველს მამა ანდრიას . მონაზვების წამების ყურების შემდეგ ქართველი სამღვდელოება ეკლესიის გარეთ დაჩოქილები დაკითხეს. „მამა ანდრიას დჯინებით ეკითხებოდნენ, ვისი იყო ეს მიწა, მაგრამ ვერ დააცდენინეს, რომ ეს აფხაზების მიწაა და არა ქართველებისა. ისინი ვერ დააკამაყოფილმა პასუხმა “აფხაზეთი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი ეკუთვნის ღმერთს” და უმოწყალოდ დახვრიტეს. მამა ანდრიასთან ერთად დახვრიტეს მამა იური ანუა და აფხაზი ახალგაზრდა მებრძოლი, სახელად დაუდი – ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ მან უარი თქვა დაეხვრიტა მღვდელი. ამის შემდეგ მომხდურებმა იქვე, ეკლესიის მახლობლად მიატოვეს გვამები და წავიდნენ

9 ივლისის საღამოსთვის მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა და მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...