მთავარიUncategorizedივანიშვილი საქართველოს თანდათან ჩრდილოეთ კორეას ამსგავსებს - იგი სულ უფრო მწვავედ უპირისპირდება...

ივანიშვილი საქართველოს თანდათან ჩრდილოეთ კორეას ამსგავსებს – იგი სულ უფრო მწვავედ უპირისპირდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ახალგაზრდებს

Published on

,,გახარია წადი“, -დღეს ახალგაზრდების ჯგუფი, ესტაკადის საფეხმავლო ნაწილში პლაკატებით დადგა და ცოცხალი ჯაჭვი გაავლო.

მდუმარე აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც აქციის მონაწილეებთან  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ერთ-ერთი მომიტინგის თეონა ცუცქირიძის, რომ პოლიციაში გადაყვანა სცადეს

მათი განმარტებით, ამის მიზეზი კი აქციის დაშლამდე მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც ერთ-ერთი ადამიანი მივიდა სამართალდამცავებთან და უთხრა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, სამართალდამცავები ამ პირის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ადგილზე სუს-ის პროვოკატორი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეების მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, პოლიციელებმა ადგილზე მიიტანეს ოქმი.

 თავად, თეონა ცუცქირიძე ამბობს, რომ ინციდენტს არ შესწრებია და მისთვის გაუგებარია, რატომ უპირებდნენ განყოფილებაში გადაყვანას.

„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მიბარებენ, იმიტომ, რომ არ შევსწრებივარ… მარტო ჩემთან მოვიდნენ ისე, რომ სახელი და გვარიც არ იცოდნენ ჩემი,“ – ამბობს ცუცქირიძე.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...