მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გავრილოვის სია“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა

„გავრილოვის სია“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა

Published on

პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

ასევე უნდა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში, ოპოზიცია მოითხოვს, დაევალოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეადგინოს პასუხისმგებელ პირთა სია, როგორც სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე.

ასევე უნდა შედგეს იმ პირთა სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, დაადანაშაულა – „შესაბამისად ითანამშრომლა რუსეთთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაგდებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.“

დადგენილების პროექტში წერია, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები უნდა დაადგინოს. დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ბიუროზე დარეგისტრირებულ პროექტს შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში კი მას კენჭს სესიაზე უყრიან. 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...