მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროტესტის მეთოთხმეტე დღე: ავტოკოლონის ნაწილი შს სამინისტროსკენ, ნაწილი კი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის...

პროტესტის მეთოთხმეტე დღე: ავტოკოლონის ნაწილი შს სამინისტროსკენ, ნაწილი კი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება

Published on

– აქციის მონაწილეები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, შეძახილებითა და საყვირებით ავტოკოლონის ნაწილი შს სამინისტროსთან, ნაწილი კი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა. ასე ეხმიანებიან ახალგაზრდები 20 ივნისის აქციის დარბევის გამოძიების გაჭიანურების საკითხს.

პროცესის გაჭიანურება შესაძლოა შს მინისტრზე ხელის დაფარებას ემსახურებოდეს – ასე აფასებენ უფლებადამცველებიც გამოძიების გაჭიანურების საკითხს.

„ნათელი სურათი არ არის და არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი ვინ იყო ბრძანების გამცემი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ვიხილეთ კულისებს მიღმა, რადგან ასეთი ტიპის საზოგადოებრივი ინტერესი  არსებობს, მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს გამოძიება, შეგვიძლია ვივარაუდებთ, რომ მათ შორის ხელმძღვანელ პირებზე ხელის დაფარება, შეიძლება იყოს პროცესის გაჭიანურების მიზანი,“-ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

აქციის მონაწილეებმა დღეს დილით შს მინისტრის ბიუსტი სიმბოლურად წითელ ფერში შეღებეს. ამით მათ მიანიშნეს, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე სწორედ ის არის პასუხიმგებელი.

პარალელურად პარლამენტთან გრძელდება მოშიმშილეთა აქციაც. ერთ კვირაზე მეტია ისინი კარვებში ათენებენ და პროტესტის უკიდურესი ფორმით ითხოვენ მინისტრის გადადგომას. ამ დროისთვის რუსთაველზე 3 მოშიმშილე რჩება.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ვხედავთ იმ რეალობასაც, რომ ჩვენი ხელისუფლება სინქრონში არის ჩვენს წინააღმდეგ რუსულ იმპერიალიზმთან და კრემლთან ერთად,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე.

მსვლელობის შემდეგ, საღამოს შვიდ საათზე პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდება. მათი განცხადებით, აქცია შს მინისტრის  გადადგომამდე არ დაიშლება.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...