მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი" - დეკანოიძე ელისაშვილს

“იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი” – დეკანოიძე ელისაშვილს

Published on

“ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ ისე, რომ არ შემოჭენდეს სააკაშვილი იქ,“ – ეს განცხადება „არჩევანის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ამ მოსაზრების გაჟღერების შემდეგ  „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერსა და ხატია დეკანოიძეს შორის კამათი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ ორბიტაზეა და ის რუსეთისა და კარასინის მესიჯებს იმეორებს. მათ ერთმანეთი პოპულიზმში დაადანაშაულეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ის პარტიები გააკრიტიკა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

„ეს არის სამარცხვინო, იმიტომ ხარ, ალეკო, “ოცნების” ორბიტაზე. იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი, იმიტომ მიხვედი, იმიტომ მოუხადე მადლობა,“ – განაცხადა დეკანოიძემ, რაზეც ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს ორბიტაზეა.

სიახლეები

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა...

რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან...

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...