ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ავტოკოლონებით მსვლელობა მიმდინარეობს, ახალგაზრდები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მსვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ახლაგაზრდული ორგანიზაციის წევრები მართავენ.
„ ჩვენი ეს პერფორმანსები იქნება ყოველდღიური, მსგავსი აქცია გუშინაცგვქონდა . ამით სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თბილისში მეთოთხმეტე დღეა აპროტესტებენ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს და ითხოვენ გახარიას გადადგომას. მივმართავთ ბატონ გახარიას. გახარია გაგავახარე, გაგვახარე, წადი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე ფარცვანია
ამ წუთებში ავტოკოლონებით მსვლელობა მიმდინარეობს თბილისშიც.
ავტოკოლონის ნაწილი შს სამინისტროსთან, ნაწილი კი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა. ასე ეხმიანებიან ახალგაზრდები 20 ივნისის აქციის დარბევის გამოძიების გაჭიანურების საკითხს.ისინი ფიქრობენ, რომ პროცესის გაჭიანურება შესაძლოა შს მინისტრზე ხელის დაფარებას ემსახურებოდეს