მთავარისიახლეებისაზოგადოება„გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“, „შენი უფლებები 18 წლამდე"- პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

„გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“, „შენი უფლებები 18 წლამდე”- პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში [Video]

Published on

ზუგდიდში, დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ორი ახალი პროექტი წარუდგინეს. პროექტები სახელწოდებით „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“ და „შენი უფლებები 18 წლამდე“, რომლის მიზანზე საუბრობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი. მისი თქმით, პროექტი „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“ ემიგრაციის აქტუალურ საკითხებს ეხება, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მოქალაქეებს მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია თუ რა სახის პრობლემებს აწყდებიან ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები. პროექტი „შენი უფლებები 18 წლამდე“, თავად მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს და იქვე მყოფ ბავშვებს რამდენიმე აქტივობაში მიაღებინეს მონაწილეობა. ღონისძიებას სამთავრობო, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ივლისი იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების დღეა.

სიახლეები

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ცოლთან ერთად, გიორგი ლიფონავა… – დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან...

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. როგორც ჩიქოვანის დედა, დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს, მისი რძლის და...

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის თანხლებით მისული ირაკლი ღარიბაშვილი ხუმრობის ხასიათზე იყო. ის სხდომათა დარბაზში...

გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა...