მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები“ - მუზეუმის ეზოში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო...

,,დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები“ – მუზეუმის ეზოში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

Published on

,,დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები“ – ამ სახელწოდებით  დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუსიკის ფონზე დაეთვალიერებინათ გიგის შემოქმედება და ადგილზე აეწყოთ  მისი ფერწერული ნამუშევრებისგან შექმნილი ე.წ. პაზლები. გიგი სიჭინავა აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე 14 წლის მოზარდია, რომელიც იტალიაში განოფენის მოწყობაზე ოცნებობს.

გიგი სიჭინავას საკუთარი სახელოსნოც აქვს. გიგის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში, ახალგაზრდა შემოქმედი მომავალ წელს გამოფენის გამართავს ევროპაში გეგმავს. გიგი სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების” პროგრამიდან დააფინანსა, რომლის ფარგლებში, მისი  ფერწერული ტილოები ე.წ. პაზლის სახით გამოსცა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...