მთავარისიახლეებიკონფლიქტებიAmnesty International: ,,ბორდერიზაციამ"გამანადგურებელი გავლენა იქონია ადამიანის უფლებებზე

Amnesty International: ,,ბორდერიზაციამ”გამანადგურებელი გავლენა იქონია ადამიანის უფლებებზე

Published on

Amnesty International -ი აქვეყნებს ანგარიშს ,,ბორდერიზაციით” გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოში

ანგარისსი ნათქვამია რომ აშკარაა რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული “ბორდერიზაციის”გამანადგურებელი გავლენა ადამიანის უფლებებზე, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა, ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია.

„სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზია გადაკვეთისას”, – ნათქვამია Amnisty International-ის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის მცდელობამ, ადმინისტრაციული ხაზი გადააქციონ „საერთაშორისო საზღვრად” მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით, ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო საფლავებს.

„რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

60- გვერდიანი ანგარიში Amnesty International-ის ერთწლიან კვლევას ეფუძნება. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ “ბორდერიზაციის” ზონაში მოხვდა. ამ ვიზიტის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა.

კვლევის შედეგები გადაგზავნილია როგორც საქართველოს, რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებისთვის. პასუხი Amnesty International- მა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღო.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...