მთავარისიახლეებიპოლიტიკასპეცრაზმები საოკუპაციო ხაზებიდანაც კი გადმოისროლეს - სულ პარლამენტის შენობაში იყო 7 ათასი...

სპეცრაზმები საოკუპაციო ხაზებიდანაც კი გადმოისროლეს – სულ პარლამენტის შენობაში იყო 7 ათასი პოლიციელი, გარეთ – ერთი იმდენი, რაც თავისთავად გამორიცხავდა იქ შესვლას – კურიერის ექსკლუზიური ინფორმაცია

Published on

„კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა. დარბევაში მონაწილეობდნენ, კახეთის, აჭარის, ზუგდიდის, რუსთავის, მცხეთის, თბილისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები, კრიმინალური პოლიცია, ამ პროცესებში ასევე ჩართული იყო სასაზღვრო პოლიცია და სხვა უწყებებიც.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე “კურიერთან” ექსკლუზიურად ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამეს თბილისში ​ანტისაოკუპაციო მიტინგის დასარბევად 15 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. ინფორმაციამ უშუალოდ დარბევაში მონაწილე პირებისგან გაჟონა. უშუალოდ პარლამენტის შენობაში იყო 7 ათასი პოლიციელი, რაც თავისთავად გამორიცხავდა იქ შესვლას.

თარგამაძე ამბობს, რომ სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ დარბევა წინასწარ იყო განზრახული – ამ ადამიანებს კიდევ ცალკე დავალება ჰქონდათ, ისინი იყვნენ გაფანტული ხალხში, ისინი ახერხებდნენ პროვოკაციების შექმნას, ადამიანები, რომლებიც პოლიციის მიღმა უსწორდებოდნენ ხალხს, ჩემი აზრით, ეს არის სწორედ ამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები,“ – განაცხადა მან

მისივე თქმით, განხორციელდა 18 ათასი გასროლა. სულ კი, ასი მსროლელი იყო, მათგან 50 -სნაიპერი.

„ბრძანებებს ვინ გასცემდა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მომენტში,საქართველოს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა ბატონი გახარია, მისი მოადგილე საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ჩუბინიძე, საპატრულო პოლიციის მოადგილე სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი  კაკუჩიშვილი “ – განაცხადა თარგამაძემ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...