მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი ემიგრანტები ამერიკიდან ზუგდიდელი ქალბატონის დასახმარებლად

ქართველი ემიგრანტები ამერიკიდან ზუგდიდელი ქალბატონის დასახმარებლად [Video]

Published on

ზედაეწერში მცხოვრები ცაცა ციმინტია სოციალურად დაუცველია. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს, ამბობს, რომ წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, თუმცა მისი პრობლემით ხელისუფლება არ ინტერესდება, ეჭვობს, რომ ეს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

ქართველმა ემიგრანტებმა ცაცა ციმინტიას შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც მასთან სანდრა რულოვსი მივიდა და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ქართველმა ემიგრანტებმა მას დახმარება გაუწიეს.ემიგრანტების საჩუქარი სოციალურად დაუცველ ქალბატონს გადაცემა „ლუსტრაციის“ წამყვანმა ლევან თორიამ გადასცა.ამერიკაში მცხოვრები ქართველი  ემიგრანტები  ირაკლი კვარაცხელია, ნანა ნიქაბაძე, მაგდა ფორჩხიძე და სხვები ქალბატონ ცაცას სოციალურმა მდგომარეობამ დააინტერესა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მისთვის დახმარების გაწევა.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთთან ომის დროს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილს ოჯახს მათი დახმარებით აღარ მოუწევს  ქირიდან ქირამდე ცხოვრება ან ღამის ქუჩაში გათევა, მათ დღეს სტაბილური საცხოვრებელი აქვთ.ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებმა ასევე დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის”, რომლის სულის ჩამდგმელია დავით ცქიფურიშვილი, სხვა პატრიოტ ქართველებთან ერთად, რომელთა შორისაც საქართველოს წინა ხელისუფლების მინისტრები, თუ სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობების პირებიც არიან, რომლებიც დღეს  ფიზიკურად მუშაობენ ამერიკაში და არ ავიწყდებათ საქართველო. ამ ორგანიზაციის ამოცანაა სხვადასხვა პროექტების დაფინანასება უკეთესი საქართველოსთვის

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...