მთავარიUncategorized,,პოლიტიკურად სრულად გაკოტრებულ რეჟიმს ელექტრო სამაჯური ვერ გადაარჩენს !“ - ბაჩუკი ქარდავა

,,პოლიტიკურად სრულად გაკოტრებულ რეჟიმს ელექტრო სამაჯური ვერ გადაარჩენს !“ – ბაჩუკი ქარდავა

Published on

,, პოლიტიკურად სრულად გაკოტრებულ რეჟიმს ელექტრო სამაჯური ვერ გადაარჩენს !“ – აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა

იგი ნიკამელიასთვის გამოტანილ შინაპატიმრობის სასჯელს სამარცხვინოს უწოდებს და საბჭოთა პერიოდს ადარებს, როცა კომუნისტური რეჟიმი მსგავს მეთოდს დისიდენტების მიმართ იყენებდა.

„სამარცხვინო ფაქტი 21-ე საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში. ივანიშვილის რეჟიმმა, პოლიტიკური ლიდერის, ნიკა მელიას აქტიურობით დამფრთხალმა, ოპოზიციონერს შინაპატიმრობა მიუსაჯა. ალბათ ლოგიკურია, რომ საბჭოთა მეთოდი, რომელიც დისიდენტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა და რომელსაც პუტინი იყენებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ, რუსმა ოლიგარქმა საქართველოშიც აამოქმედა.

სააპელაციო სასამართლომ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიასთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დატოვა და პროკურატურას პოზიციის ლიდერის ელექტრონული მონიტორინგი დაავალა, რაც სამაჯურის კამერას გულისხმობს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...