კარასინმა დაგვიბარა: ,,ჩვენს ტრადიციებში არაა ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარების „გადაყლაპვა“

0
434

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე kommersant.ru-სთან ინტერვიუში მოსკოვი-თბილისის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა და საქართველოს მისამართით მორიგი მუქარები გააჟღერა.


„ჩემთვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა შეძლებს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ანტირუსულ მხარეზე შემობრუნება. შედეგად დარტყმის ქვეშ მოექცა, ყველაფერი დადებითი რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდა 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო იწყებდა მუშაობას ჩვენი ხალხის სასარგებლოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არამყარია და შესაძლოა დაუფიქრებლად განადგურდეს ბრბოს მიე, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლო და უხეში განცხადებების ფონზე. ენმ-სთან დაახლოებულმა რადიკალებმა, ადვილად შეძლეს სიტუაციის დაპირისპირებისა და მტრობის ჩიხში შეყვანა. მე დარწმუნებული ვარ რომ თბილისში ამას უკვე კარგად მიხვდნენ.

თბილისში როგორც ჩანს დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს ღირსებასა და პატივზე. ჩვენ ტრადიციებში არაა ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარების „გადაყლაპვა“. ჩვენ იძულებულები ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და დავბლოკოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ მიახვედრა ისინი, ვისაც ცინიკურად სურდა პოლიტიკურ თამაშებში ქულების მოპოვება, ანტირუსული რიტორიკისა და მუწარების ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის, ჩვენ ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, რომ ხელი შეუწყონ კონსტრუქციულ მიდგომებს.“- განაცხადა კარასინმა.

კარასინი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გატარებულ სანქციებს ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს:

„მომხდარის დეტალები შესაძლოა დიდხანს ვარჩიოთ. მთავარია, რომ პროვოკატორებმა და ადამიანებმა, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ, შეძლეს დემონსტრაციების ანტირუსული დღის წესრიგით წაყვანა. ამას მოჰყვა იმ პოლიტიკოსების არასერიოზული განცხადებები, რომლებიც აქამდე მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლიანები ჩანდნენ. ეს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქციაა. დიახ, ის მკაცრია, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება. რადგან საქმე ეხება ასეულობით ათას რუს ტურისტს, ჩვენ არ შეგვილია ისინი სხვადასხვა ხულიგნური გამოვლინებების რისკში ჩავაგდოთ, მითუმეტეს, რომ ამ მტრულ დამოკიდებულებას გარკვეული პოლიტიკური ძალები აღვივებენ.“- აღნიშნა კარასინმა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო. კარასინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენების მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვისთვის არაა შექმნილი, ამ თემის განხილვას გარკვეული დრო მაინც დაეთმობა:

„ჟენევის შეხვედრები კონკრეტულად ეძღვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ურთიერტობას. იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მაგრამ რადგანაც იქ იქნებიან საქართველოს წარმომადგებლები ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემას რაღაც დროს მაინც დავუთმობთ.“- აღნიშნა კარასინმა.

წინა სტატიასამაჯურიანი ნიკა მელია: მე ვივლი პარლამენტშიც და ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური