მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისის ღამეს, სასიკვდილოდ დაჭრილი, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე ...

20 ივნისის ღამეს, სასიკვდილოდ დაჭრილი, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

Published on

20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მას რეზინის ტყვია თავში მოხვდა.

ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი პასუხი რა მანძილიდან ესროლა სპეც რაზმმა 46 წლის მამაკაცს, რომელსაც ჩამსხვრეული აქვს თავის ქალა და დაზიანებული აქვს ტვინის ქსოვილები. ექიმებმა ვერ იპოვეს ტყვია, რომლითაც გრიგორიანს თავის ქალა გაუხვრიტეს. 

რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება კიდევ ორი ადამიანი. მედიკოსების განცხადებით, ერთ-ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ. მესამე დაშავებული ჯერჯერობით კვლავ კლინიკაში დარჩება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეცრაზმმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს აქციის მონაწილებს, 4 სხვადასხვა ტიპის ტყვია ესროლა, მათ შორის იყო ნარინჯისფერი რაკეტის ფორმის რომელიც ახლო მანძილიდან სროლის დროს კლავს. უცნობია კონკრეტულად რომელი ტყვია მოხვდა მიბჯენით სროლისას დავით გრიგორიანს.

სიახლეები

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...