მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი გუნდი საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს

მმართველი გუნდი საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს

Published on

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

“როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...