მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გახარია აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე"- ბაჩანა შენგელია

“გახარია აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე”- ბაჩანა შენგელია

Published on

ბაჩანა შენგელიას თქმით, „ყველა თაობის ადამიანი თანხმდება ერთ რაღაცაში, რომ სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, სისტემა უნდა დაინგრეს.”

„ახალგაზრდებმა დაიბრმავეს თვალი იმისთვის, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალი, ამდენ ადამიანს, ათასობით საქართველოს მოქალაქეს და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოღვიძება ჩვენი ერის დაიწყო და აუცილებლად მივა მთავარ გამარჯვებამდე, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი, რომლებიც დგანან, ჩვენი დედის, შვილების, მაჩალიკაშვილების, უამრავი საქმის სისხლზე, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა დასრულდეს და გახარია უნდა წავიდეს,“ – განაცხადა შენგელიამ.

შენგელია ამბობს, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ შს მინისტრი არ გადადგება. ბაჩანა შენგელიას თქმით, გიორგი გახარიას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.

“მე ვაძლევ პირობას, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომ სანამ სული მიდგას, ის აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე, არაერთი საქმის და მათ შორის, ია კერზაიას საქმის გამო,“ – ამბობს შენგელია.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...