მთავარისიახლეებიპოლიტიკა„აუცილებლად წავა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წავალთ"- მიშა მშვილდაძე გახარიაზე

„აუცილებლად წავა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წავალთ”- მიშა მშვილდაძე გახარიაზე

Published on

მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ძალის გადაჭარბება მოხდა, რის გამოც შს მინისტრი უნდა გადადგეს.

„აუცილებლად წავა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წავალთ, იმიტომ ვეღარ წავალთ, რომ ჩვენი უკან დახევა არის, უკან დახევა გავრილოვთან, ამას არ დავუშვებთ. ანტისაოკუპაციო დიდი აქცია დაშალეს ძალის გამოყენებით, ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ადამიანებს, რომელთაგანაც საფრთხე არ მიდიოდა, დათხარეს თვალები, ესროლეს დამიზნებით, გოგოებს, ბიჭებს, ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ არსად შეჭრის სურვილი. ასეთი ადამიანებიც არიან დაზარალებულები,“ – განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ მომიტინგეები არ დაიშლებიან და აქციები გაგრძელდება.

„10:0 გახდა დღეს, მეათე დღეს, ხვალ გახდება 11:0, 12:0 და ასე გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურად აქ შეკრებას და გოლების გატანას მანამ, სანამ იმათ არ მობეზრდებათ წაგება, არ მობეზრდებათ ის, რაც, წესით, უბრალოდ გაჯიუტებულები, რომ არ იყვნენ მართლა, პატარა ბავშვებივით და მართლა, ადამიანურად, კაცურად, შეხედონ ვითარებას, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რასაც ვამბობთ,“ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...