სადამსჯელო ოპერაცია მწერლობის მოთვინიერებისათვის

0
546

სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და დაუმორჩილებლობისთვის – ასე აფასებენ მწერლები მთავრობის გადაწყვეტილებას მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაუქმების შესახებ.

მწერალთა სახლის ისტორიულ დარბაზში დღეს ხელისუფლების მისამართით მწვავე ბრალდებები ისმოდა. მას მოიხსენიებდნენ როგორც ცენზორს და რევანშისტს. დარწმუნებულები არიან, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციას კონკრეტული დამკვეთი ჰყავს.

მწერლებისთვის სიმბოლურია ამ ორი სახელმწიფო ორგანიზაციის გაუქმების თარიღიც. მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი ოფიციალურად 20 ივნისს გაუქმდა და მათ ნაცვლად ერთი ორგანიზაცია – ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროს მწერლებისთვის აზრი არ უკითხავს.

მწერლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მათი დამორჩილების უფლებას და შესაძლებლობას არ მისცემენ. საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე შექმნილ პეტიციას უკვე 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მიხეილ გიორგაძე ირწმუნება, რომ მწერლების აჟიოტაჟი ხელოვნურია და ამ რეორგანიზაციით არავინ დაუსჯიათ. მისი მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მწერლების საკეთილდღეოდ მოხდა.

მწერლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პეტიციაზე პრემიერ-მინისტრის პასუხს დაელოდებიან. სათადარიგო გეგმა, სავარაუდოდ, სასამართლო იქნება.

წინა სტატიაივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს
შემდეგი სტატიასოსო პავლიაშვილი: საქართველოში მიმდინარე აქციები “სატანიზმია” და მასში ზომბირებული ბავშვები მონაწილეობენ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური