მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არავინ აპირებს უკან დახევას, გახარია უნდა გადადგეს"- გიორგი ვაშაძე

„არავინ აპირებს უკან დახევას, გახარია უნდა გადადგეს”- გიორგი ვაშაძე

Published on

„არავინ აპირებს უკან დახევას, გახარია უნდა გადადგეს და აუცილებელია, რომ დროულად შესრულდეს ეს პირობა,“ – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოება არ დაიღლება და არ შეწყვეტენ გახარიას გადადგომის მოთხოვნას.

„დღევანდელმა დღემ აჩვენა, თუ ისინი დროულად არ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს მოთხოვნა, კიდევ უფრო შეიძლება შორს წავიდეს ხალხის ის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი, რომელიც ახლა არის,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 ვაშაძე ამბობს, რომ დროულად უნდა გადადგეს გახარია და სიტუაცია უნდა დამშვიდდეს. მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები.

„დროულად უნდა გადადგეს გახარია, დამშვიდდეს სიტუაცია, დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები და გვყავდეს ხელისუფლება, ვისაც ხალხი აირჩევს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მოხარულია, რომ პროტესტის სათავეში სამოქალაქო საზოგადოება დგას. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროტესტი ოპოზიციასთან ბრძოლად წარმოაჩინოს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...