მთავარისიახლეებისაზოგადოება"ახალ ქართველებს"- ზუგდიდელი ქალბატონის ლექსი აქციის მონაწილეებს

“ახალ ქართველებს”- ზუგდიდელი ქალბატონის ლექსი აქციის მონაწილეებს

Published on

ნანა ახვლედიანი ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მკვიდრია. შუახნის ქალბატონი ამბობს, რომ ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა და სულ სხვა თაობა წამოვიდა – ახალი ქართველები. “მე რასაც ვუყურებ, ეს არის ქართველობა 21-ე საუკუნეში. ის, რაც ვერ შეძლო ჩემმა თაობამ, შეძლეს მათ, ჩემმა ახალმა ქართველებმა. შეუძლებელია გულგრილად შეხედო მათ შემართებას, ენთუზიაზმს და გაუტეხლობას…ლექსი არასდროს დამიწერია და ახლა დავწერე, ვუძღვნი თითოეულ ახალგაზრდას, ვინც რუსთაველზე თავისუფლებისთვის იბრძვის…”- აცხადებს ნანა ახვლედიანი.

ახალ ქართველებს

“მტკიცედ დგომით და ერთობით, ძმობით

გვჯერა ღვთის მადლი გადმოვა ჩვენზე

სიყვარულით და ერთსულოვნებით

ჩვენ გავიმარჯვებთ ყოველთვის მტერზე”

ნანა ამბობს, რომ ლექსს ახალგაზრდებს ჩუქნის და სურვილი აქვს, ტექსტი მუსიკას დაერთოს და აქციაზე შესრულდეს. “მეც ჩავერთვები, თუ ვინმე გამოჩნდა და მუსიკას დაწერს ამ ტექსტზე, ნომერსაც დავუტოვებ 592 10 92 36” – ამბობს ნანა ახვლედიანი.

“ეს ერთად დგომა ქართველებს

უდიდეს მიზანს გვისახავს

დემოკრატიის შუქურას

ახალგაზრდობა ინახავს”

….

“ეს ჩვენი დროის გმირები

გაუტეხელი თაობა

ხედავთ? რა დიდი აღმოჩნდა

ჩვენი და მათი სხვაობა”

და ბოლოს აქციებში მონაწილე პატარა ქართველებს:

“ნორჩ ქართველებო ქართლისა,

მიბაძეთ ახალ თაობას,

ამართლეთ ერის ნათქვამი-

შვილობა სჯობდეს მამობას”

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...