მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმერ ბედუკაძე რუსებს მიმართავს: "ქართველთა 80% "მთელი გულით რუსეთისკენ არის. პუტინის ადგილას...

ვლადიმერ ბედუკაძე რუსებს მიმართავს: “ქართველთა 80% “მთელი გულით რუსეთისკენ არის. პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში “

Published on

27 ივნისს ციხის კადრების ავტორმა და გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ რუსულ ტაბლოიდ გაზეთთან, Комсомольская Правда-სთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო პროტესტთან დაკავშირებით თქვა, რომ 2008 წლის მსგავსად პუტინს ამ ჯერზეც ტანკები უნდა შემოეყვანა.

ბედუკაძემ ჟურნალისტის კითხვას, საშიში იყო თუ არა რუსებისთვის საქართველოში ჩამოსვლა მან უპასუხა – “რა თქმა უნდა არა, თუმცა… პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას!”

გაზეთი წერს, რომ მისი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ბედუკაძე ქვეყნის ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი გახდა და რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების განლაგებისკენ მოუწოდა.  

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთი წერს, რომ ბედუკაძის თქმით, რუს დეპუტატზე თავდასხმა ვაშინგტონის ბრძანებით მოხდა. ვლადიმერ ბედუკაძე გაზეთთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ ქართველი ისეთ ნაციონალისტ,  პროამერიკელ  და  პროევროპელ  კანდიდატს აძლევს ხმას, როგორიც, მაგალითად, სააკაშვილია, რომელსაც “დასავლეთი აკონტროლებს”. თუმცა, მისი აზრით, “ხალხი ხმას აძლევს ერთს, ხოლო ხმები სხვას მიეწერება.”

ბედუკაძე ფიქრობს, რომ ქართველთა 80% “მთელი გულით რუსეთისკენ არის” და მათ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი უშლით ხელს. მისი თქმით, ქალაქ ბათუმში ყველაფერი რუსულია – “სიმღერები, მენიუ, ნიშნები”. ვლადიმერ ბედუკაძეს ფიქრობს, რომ თუ რუსი ტურისტები საერთოდ არ ჩავლენ ამ ქალაქში, ბათუმი მოჩვენებათა ქალაქი გახდება.

“რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!” – ამბობს ბედუკაძე რუს ჟურნალისტთან საუბრისას. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...