მთავარიUncategorizedკომუნისტი გავრილოვი უშნოდ გადაეკიდა საქართველოს წმინდა ადგილებს

კომუნისტი გავრილოვი უშნოდ გადაეკიდა საქართველოს წმინდა ადგილებს

Published on

გავრილოვი საქართველოში ჩასვლას კიდევ აპირებს.

„ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ“ და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში“, – განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის“.

„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება“, – დასძინა გავრილოვმა.

28 ივნისს სიახლეების სააგენტო Interfax ის ცნიბით უწყება, საქართველოში უახლოეს ხანებში ჩამოსვლის განზრახვის შესახებ Новая газета-ს ჟურნალისტსაც განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის აპირებდა ის საქართველოში ჩასვლას, გავრილოვმა უთხრა, რომ “ხვალვე” ჩავიდოდა საქართველოში.

“მე ძალიან მინდა, მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად წასვლას და მოლოცვას ვგეგმავდით, როცა სიცხეები გადაივლიდა. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, რადგან მეორე ასეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ გვაქვს.” – ამბობს კომუნისტი დეპუტატი გავრილოვი. 

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...