ამოასხამს თუ არა გახარიას ყელში ივანიშვილის მორჩილება და დაადებს თუ არა მას ხელს ბრძანების გაცემაში

0
871

20 ივნისის სისხლიან ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირი ამ დრომდე უცნობია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეყენებინათ მოქალაქეების დაშლის მიზნით რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ამასთან, შს მინისტრი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება, ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

მინისტრის ამ განცხადებამ ანალიტიკოსებში შეშფოთება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვინ იდგა გადაწყვეტილების უკან, რადგან საჭიროა დადგეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან ანალიტიკოსებს ეჭვობენ, რომ გახარია სპეციალურად არიდებს თავს ამის დაკონკრეტებას იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება არაფორმალურ პირებს მიეღოთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.  

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე: „ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ გახარიამ თქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება, რომ ხალხის დარბევა მოეწყოთ ბრუტარული მეთოდებით, რაც გააკეთეს 20-ში. ჩვენ ვნახეთ არა სხვა უწყების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩარევა ალბათ, პირდაპირ იყო ამ პროცესში. ჩემი აზრით, მხოლოდ მისი დონიდან შეიძლებოდა ასეთი ბრძანების გაცემა…. ის მაფიქრებინებს, რომ პრემიერით დაწყებული ყველა ბიძინას უყურებენ თვალებში, რას იტყვის და ვერაფრის გაკეთებას მის სიტყვის გარეშე ვერ ბედავენ და შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი რა, რაც იყო, ჩემი აზრით, გამორიცხულია ივანიშვილის თანხმობის გარეშე, გახარიას დაევალებოდა ალბათ აღსრულება, მაგრამ ბრძანება წამოვიდოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან,“ – განაცხადა ხარშილაძემ.

იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი: თვითონ შს მინისტრი უნდა ყოფილიყო ბრძანების გამცემი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს წარმოშობს ეჭვს და დასაბუთებულ ეჭვს იმის თაობაზე, ხომ არ იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ ცალკეული გადაწყვეტილებები მიღებული. გარკვეული არაფორმალური უფლებამოსილების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებას ძალის გამოყენების თაობაზე.

პარლამენტი წევრი, ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე : იმდენად დამამცირებელ მდგომაროებაში იმყოფებოდნენ, ბოლომდე ისიც ვერ თქვეს, რაც ევალებოდათ. უკან დასახევი გზა დაიტოვეს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ხელს დაადებენ ივანიშვილს,“-ამბობს ჭიჭინაძე.

წინა სტატიაოლიგარქის რუპორი შოთა შალელაშვილი 20-21 ივნისს გმართული მთავრობის სხდომის პროტოკოლებზე ალაპარაკდა. – რა ხდება, ივანიშვილმა გადაწყვიტა მთავრობას შეახოცოს ხელი?
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური