მთავარისიახლეებიპოლიტიკათქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი- ჟურნალისტი გახარიას

თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი- ჟურნალისტი გახარიას

Published on

თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით – მიმართა შს მინისტრს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა.

თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას გადადგომა ურჩია და უთხრა, რომ მას 20 ივნისის შემდეგ აღარ აქვს ლეგიტიმური უფლება ეკავოს მინისტრის თანამდებობა.

ჟურნალისტის თქმით, მას კითხვები აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს.

„მე აღარ მაქვს შეკითხვა, თქვენ რჩებით თქვენს სავარძელში , ეს გავიგე, მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ერთ წინადადებას ვიტყვი და ალბათ, წავალ, რადგნა გაუგებარი არგუმენტების მოსმენა აღარ მინდა. ბატონო გიორგი, თქვენ 20 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნებით შს მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შს მინისტრის პოსტი თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი და მე მგონი ჯობს – გადადექით,“- უთხრა თამარ ბაღაშვილმა.

თამარ ბაღაშვილმა მინისტრთან შეხვედრა ამ სიტყვებით დატოვა.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...