მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი შს მინისტრის გადადგომის საკითხს არ განიხილავს

პრემიერი შს მინისტრის გადადგომის საკითხს არ განიხილავს

Published on

პრემიერ-მინისტრი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შს მინისტრს არ აკისრებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ქვეყანას ძალიან მძიმე სცენარი აარიდა. პრემიერი ამბობს, რომ მომხდარზე ის ძალაა პასუხისმგებელი, ვინც მისი შეფასებით დესტრუქცია მოაწყო.

„რაც შეეხება მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი  თავსი იარაღად. ამავე დროს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭირვალე გამოძიებას როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში. და ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავინახავთ და გვექნება ანალიზი რასთან გვაქვს საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რომელიც დაიდება გამოძიების მიერ იქნება შესაბამისი პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და შეაფასებს. ჩვენ ჩვენს გუნდში არავის არ გვყავს არავინ რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ძალიან მძიმე სცენარის ჩვენი საზოგადოებისთვის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებები როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე სამართლებრივი და ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველყოფს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...