მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძეს, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვია პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა...

მამუკა ბახტაძეს, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვია პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში

Published on

“პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა. რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში. – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე დღეს პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად აღარ მივა.

პრემიერს, რომელიც ფაქტობრივად არის ივანიშვილის მოციქული და ფორმალურად ჰქვია მას პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს დაინიშნება სულ მალე სასამართლო, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ბუნებრივია, გადაწყვეტილება ის იქნება რასაც უბრძანებს ივანიშვილი.

“როგორც ჩანს აქვთ ჩანაფიქრი, რომ პრემიერის გადამალვით, ხვალ აქ თეთრი რაშით შემოიყვანონ გიორგი გახარია და გიორგი გახარია წარმოაჩინონ ხელისუფლების მთავარ სახედ  და უნდათ ამ დარბაზში ჩამორეცხონ ის სისხლის რომელიც მან დააყენა ქუჩაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი,“ – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში მამუკა ბახტაძე არ გამოცხადდა. .

„ბახტაძის არმოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება – პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა.

„პრემიერ-მინისტრის დამავლა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად პასუხი გასცეს ხალხის მთავარ კითხვას. მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის, ბახტაძესაც, გახარიასაც და მთლიანად ხელისუფლებასაც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები, როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ამიტომ, დამალვა და პარლამენტში არმოსვლა აქედან ვერ იქნება გამოსავალი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრემიერი პარლამენტში აუცილებლად უნდა მივიდეს, ოღონდ არა წლიური ანგარიშის წარსადგენად, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...