მთავარისიახლეებიპოლიტიკაკენეტ იალოვიცი: ,, ძალიან მაშფოთებს იმ პირის გავლენა, რომელიც არ არის არჩეული,...

კენეტ იალოვიცი: ,, ძალიან მაშფოთებს იმ პირის გავლენა, რომელიც არ არის არჩეული, მაგრამ იღებს ყველა გადაწყვეტილებას.”

Published on

,,იქიდან გამომდინარე, რაც ვნახე, არ მგონია, კითხვის ნიშნები არსებობდეს გადამეტებული ძალის გამოყენების მიმართ. ასევე მოვისმინე ცნობები, რომ რამდენიმე დემონსტრანტი აპირებდა პრობლემების შექმნას. მთავრობამ აღიარა, რომ გავრილოვის მოწვევით შეცდომა დაუშვა და იმითაც, რაც მოხდა. თუმცა, ვფიქრობ, მეტის გაკეთებაა საჭირო.

უნდა ჩატარდეს ღრმა, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება ძალის გამოყენებასა და ამ ბრძანების გაცემაზე. ეჭვი არ არსებობს, რომ ძალის გამოყენების ხარისხი იმ დაზიანებების მიხედვით, ძალიან მაღალი იყო,”-აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ,, რაც ახლა ძალიან მაშფოთებს, არის იმ პირის გავლენა, რომელიც არ არის არჩეული, პარტიას ხელმძღვანელობს და იღებს ყველა გადაწყვეტილებას.”

დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს, რომელსაც სურს ნატოს წევრობა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა სურს, უნდა მიხედოს მის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...