მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დიახ, ჩვენ სამწუხაროდ ფეხი დაგვიცდა" - მამუკა ბახტაძე

“დიახ, ჩვენ სამწუხაროდ ფეხი დაგვიცდა” – მამუკა ბახტაძე

Published on

მამუკა ბახტაძემ განმარტა, რატომ არ მივიდა დღეს პარლამენტში, სადაც მთავრობის სამოქმედო პროგრამა უნდა წარედგინა. 

მისი განცხადებით, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ მზად არის ანგარიშის წარსადგენად რიგგარეშე სესიაზე მივიდეს.

„ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ ნებისმიერ სხვადასხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის ჩვენთან. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში. ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. დღეს რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოება, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს რეალური სურათი“ – განაცხადა პრემიერმა,“-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ მიმდინარე მოვლენების შეფასება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მისი თქმით, ამ დღიდან მოყოლებული „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე, ეს არის აგრესია და ძალადობა, შექმნას საზოგადოებაში განცდა, რომ იქნება არეულობა“.

მისი თქმით, ეს აგრესია კიდევ უფრო გააქტიურდა 2016 წლის შემდეგ, იგივე მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერის თქმით, ოპოზიცია საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებას ცდილობს. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ოპოზიცია შვიდი წლის მანძილზე ჩასაფრებულის პოზიციაში იყო და მმართველ გუნდს ფეხი დაუცდა, როდესაც ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში რუსი დეპუტატების შესვლა დაუშვა. 

„ისინი შვიდი წელია ჩაუსაფრდნენ საკუთარ სამშობლოს, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ , ჩვენ სამწუხაროდ ფეხი დაგვიცდა. ის, რაც ვიხილეთ 20 ივნისს ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი და ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტის ჩვენს მოქალაქეებში,“-განაცხადა პრემიერმა.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...