მთავარისიახლეებიპოლიტიკადენიელ ფრიდი: ,,თუკი ხელისუფლება მოსახლეობას პირუტყვივით ან საკუთრებასავით ექცევა, მაშინ მას რეაქცია...

დენიელ ფრიდი: ,,თუკი ხელისუფლება მოსახლეობას პირუტყვივით ან საკუთრებასავით ექცევა, მაშინ მას რეაქცია აქვს”

Published on

თუკი ხელისუფლება მოსახლეობას პირუტყვივით ან საკუთრებასავით ექცევა, მაშინ მას რეაქცია აქვს,” – ეს  განცხადება „კურიერთან“ ინტერვიუში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დენიელ ფრიდმა გააკეთა.

ფრიდმა საქართველოში დაწყებული მასობრივი პროტესტი შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხი მართალია, როდესაც სურს ლიდერები ანგარიშვალდებული ჰყავდეს.

“ძალაუფლების დაკარგვა, 2012 წელს, სააკაშვილის მთავრობისთვის ნაწილობრივ, პოლიციის სისასტიკის გამოვლენით იყო გამოწვეული და ქართული საზოგადოება წინ აღუდგა. ახლა, აქ რას ვხედავთ? იმას, რომ ეს საზოგადოება საკმაოდ ძლიერია და არსებობს ზღვარი. ქართველები ურიგდებიან პოლიტიკას. მაგრამ, თუ გამოჩნდება, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ექცევა ისე, თითქოს პირუტყვი ან მისი საკუთრება იყოს, ხალხი შესაბამისად რეაგირებს,”-განაცხადა ფრიდმა.

დენიელ ფრიდმა ასევე ისაუბრა საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. დიპლომატი აცხადებს, რომ ქვეყნის სამართავად დემოკრატიული მანდატის ფლობაა საჭირო.

„ბატონი ივანიშვილი მდიდარი და გავლენიანი პიროვნებაა. ვფიქრობ, უკეთესია, ქვეყანა მართოს ხალხმა, რომელსაც ქვეყნის მართვის და თანამდებობაზე ყოფნისმისწრაფება აქვს, ვიდრე კულისებში იმუშაოს და მისი გავლენა არაპირდაპირ გამოიყენოს. ადექი და იქონიე დემოკრატიული მანდატი. ეს არ არის მიკერძოებული შეხედულება. ნახეთ, პრეზიდენტმა პოროშენკომ წააგო არჩევნები, რომელიც მშვიდობიანი და დემოკრატიული იყო. მისთვის ეს კარგია. სააკაშვილს უზარმაზარი პლუსები და საკმაოდ დიდი მინუსებიც ჰქონდა, თუმცა წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა. პოსტზე ყოფნა და დემოკრატიული მანდატით პასუხისმგებლობის აღება კარგია და ლიდერებს, რომლებიც ამას აკეთებენ და ამ შანსსაც იყენებენ, პატივს ვცემ. შენი ფულის და გავლენის გამოყენებით კულისებიდან მართვას მივყავართ გარკვეულ სპეკულირებამდე. საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიაა და ეს არის მისი არჩევნები,”-აცხადებს ფრიდი.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...