მთავარისიახლეებიპოლიტიკასუსისა და პოლიციის თანამშრომლები - ვის ეყრდნობა პროკურატურა ნიკა მელიას წინააღმდეგ შეკერილ...

სუსისა და პოლიციის თანამშრომლები – ვის ეყრდნობა პროკურატურა ნიკა მელიას წინააღმდეგ შეკერილ საქმეში?

Published on

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა, რომელთა შორის არის შემდეგი პირების ჩვენებებიც:

დავით ბარამაშვილი – სუს-ის თანამშრომელი;

ალექსი ბუიშვილი – ახმეტის პოლიციიის უფროსის მოადგილე

ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს თანამშრომელი.

ამ საკითხზე კამათი იყო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. მამუკა მდინარაძემ გოცირიძეს მოსთხოვა ეჩვენებინა იმ პირების ფოტოები, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ბრალდების მოწმეები არიან. 

გოცირიძემ ამ პირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძია, თუმცა მამუკა მდინარაძე ამბობს,რომ ეს საკმარისი არ არის.

„ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ, შენ კი არა“-უთხრა მდინარაძემ გოცირიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა.   

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...