მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია იმ მტკიცებულებებს ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის...

ოპოზიცია იმ მტკიცებულებებს ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს

Published on

საპარლამენტო ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც ოთარ კახიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, განხორციელდა თუ არა შეტევა სამართალდამცავებზე ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ამის მტკიცებულებები დეპუტატებს არ აქვთ.

„პატიმრობა სასამართლომ უნდა შეუფარდოს, მაგრამ პარლამენტისგან ითხოვს პროკურატურა თანხმობას. აქ რომ წერია ნიკა მელიას უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყეს სამართალდამცავების მიმართ ძალადობა. თანხმობის მიცემისთვის პარლამენტის წევრებმა უნდა შეაფასონ ნიკა მელიას უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით განახორციელეს თუ არა შეტევა. ამ მასალებში რატომ არ არის მტკიცებულებები? მეორე საკითხი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხებს ეხება, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნიკა მელია ისედაც არის ბრალდებული, ალბათ, 6 წელი იქნება ივანიშვილის ბანკთან დაკავშირებით. ამ მომართვაში არის მსჯელობა მის ბრალზე და არსად არ არის ამ ბრალთან დაკავშირებული მასალები. კომიტეტების თავმჯდომარეებს მოგმართავთ, აქ პარამენტის წევრები ხელის ასაწევად გყავთ მოყვანილი დარბაზში? თუ რატომ არ მოითხოვეთ მომართვასთან ერთად პროკურატურისგან მტკიცებულებები? საკითხს ვაყენებ, პროკურატურას თუ აქვს მასალები და მტკიცებულებები მოტანილი, აქ დამსწრე პარლამენტის ყველა წევრზე გამრავლდეს და მოგვეცეს დრო მათ გასაცნობად. საკითხზე ვითხოვ კენჭისყრას“, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

ამასთან, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...