მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასაპარლამენტო პარტიებმა საგანაგებო განცხადება გაავრცელეს

არასაპარლამენტო პარტიებმა საგანაგებო განცხადება გაავრცელეს

Published on

არასაპარლამენტო პარტიები საგანაგებო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყანა კიდევ ერთხელ დააყენა დაპირისპირების უკიდურესად სახიფათო მიჯნაზე.

„პროცესების ამ მიმართულებით ესკალაციის შემთხვევაში, სრულიად რეალურია სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკის უფრო ღრმა კრიზისი, რაც არცერთ კეთილგონიერ ადამიანს არ უნდა აწყობდეს. აუცილებელია კომპრომისების ძიება შექმნილ ვითარებაში და ხელისუფლების საკითხის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით გადაწყვეტა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, პროცესები გადავიტანოთ ქუჩიდან კონსტიტუციურ სივრცეში და ერთად გადავწყვიტოთ ცენტრალური საკითხი: არჩევნების ჩატარების წესი და წინაპირობები, რომლის ლეგიტიმურობაც არ დატოვებს არანაირ კითხვის ნიშნებს.

მოვუწოდებთ აგრეთვე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ხელისუფლების, ისე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ნუ დავრჩებით მდუმარე მაყურებლებად, მთელი ძალისხმევა მივმართოთ რათა ეს 2 პოლუსიანი დაპირისპირება შეწყდეს და გადაიზარდოს ნორმალურ, მრავალპარტიულ პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა ; „შენების მოძრაობა“ – დავით უსუფაშვილი; „თავისუფლება“ – კონსტანტინე გამსახურდია; „ერთიანი საქართველო“ – ნინო ბურჯანაძე; „ტრადიციონალისტები“ – აკაკი ასათიანი; „ქრისტიან-დემოკრატები“ – გოჩა ჯოჯუა; „ვეტერანები“ – გია ბერძენიძე.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...