მთავარისიახლეებიპოლიტიკავიხილავთ თუ არა პარლამენტში "ღრუბლიანი ამინდის პარტიას'' ?

ვიხილავთ თუ არა პარლამენტში “ღრუბლიანი ამინდის პარტიას” ?

Published on

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიბერაშვილი პასუხობს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ნულოვანი ბარიერით 2020 წელს პარლამენტში სატელიტ პარტიებს შეიყვანს. 

“ნულოვანი ბარიერის პირობებში, საარჩევნო ბიულეტენი იქნება ზეწრისხელა.საარჩევნო ნომრებად ვიხილავთ 98-ს ან 107-საც კი.

მაგრამ ცნობადობა?როგორ წარმოგიდგენიათ 79 ნომრით გასული “ღრუბლიანი ამინდის პარტიამ” არჩევნებამდე დარჩენილ დროში ცნობადობის ისე აკრეფა მოასწროს, რომ 12-14 ათასი ხმა აიღოს?

მეტყვით, რომ ბიძინა დააფინანსებს. მეგობრებო. ივანიშვილს თავისი გაჭირვებია. ხმებს ინაშვილსაც კი ვერ გაუყოფს.

P.S. როდესაც სუპერმარკეტში შეხვალთ, საკუთარ ქცევას დააკვირდით, უფრო ნაცნობ პროდუქტს/ბრენდებს ყიდულობთ თუ ხელში რაც მოგხვდებათ, იმას?”

თავისებურად გამოეხმაურა ნულოვანი ბარიერის საკითხს ქართული ოცნების ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე: ,, ახლა მიდის ღადავი საზოგადოებაში, მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები. მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი. ეს გვინდოდა? ეს რა თქმა უნდ აარის გაუთავებელი შეცდომების ჯაჭვის შედეგი, რაც თითქმის ბოლო ერთი წელია ხორციელდება. ძალიან საწყენია ეს. თუმცა მე მჯერა რომ ეს იყო პროვოკაცია. აი შინაგანად ამის რწმენა მაქვს. ”

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...