მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობა ცდილობს წივილ-კივილით გადაფაროს მთავარი საკითხი

უმრავლესობა ცდილობს წივილ-კივილით გადაფაროს მთავარი საკითხი

Published on

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას არ მისცა საშუალება სესიაზე გახარიას გადადგომის შესახებ ემსჯელათ.

” ატეხეს განგაში, ჩხუბი, რომ ამით გადაფარონ ოპოზიციის მოთხოვნა იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც გახარიას გადაყენებას ეხებოდა,-აცხადებს კობა ნაყოფია.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას შემდეგ რაც 20 მაისის სისხლიანი ღამე მოხდა, მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ იჯდება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„ირაკლი კობახიძე უნდა გადამდგარიყო სანამ დაიწყებოდა გავრილოვის ღამე და სისხლიანი დაპირისპირება, ახლა ვის აინტერესებს იქ კობახიძე წამოსკუპდება, თუ თალაკვაძე თუ ჩუგოშვილი,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ აქციები, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ნაცვლად იმისა, რომ თავჩახრილი დადიოდნენ, ოპოზიციას გახარიას გადაყენების საკითხის დაყენების უფლებას არ აძლევენ.

„არსებობს თუ არა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აქ უნდა განხილულიყო ვიდრე გახარიას გადაყენება, ყვირილით არ გვაცადეს ამაზე საუბარი უმრავლესობის წევრებმა. ამიტომ დღეს ყველანი გამოვდივართ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მეტი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...