სუხიშვილები – ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე

0
1242

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები თავიანთ “ფეისბუქზე”.

აქვე, კომენტარებში გამართულ დებატებში, სადაც ერთ-ერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, სუხიშვილები პასუხობენ”

“პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტება“.

მცირე ხნით ადრე ნინო სუხიშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აკადემიის ღია გაკვეთილებზე პატარა მოცეკვავეებს პატრიოტიზმსა და ქართული ცეკვის მნიშვნელობაზე ესაუბრა “ერთი ჭეშმარიტება უნდა იცოდეთ, სამშობლო უნდა გიყვარდეთ და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი ყოველთვის და დამოუკიდებელი… და ამაში ქართული ცეკვა დაგეხმარებათ”

წინა სტატიაგრიგოლ ვაშაძე: ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე
შემდეგი სტატიასაპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატაროს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური