მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატაროს

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატაროს

Published on

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, წლევანდელი ზაფხული საქართველოში გაატაროს – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია. მოწოდება 19-20 ივნისის მოვლენების შემდეგ პუტინის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა და რუსი ტურისტები უკან გაიწვია

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზაფხულის საქართველოში გატარებით მოქალაქეები დაეხმარებიან ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართულებს ფინანსური ზიანი მაქსიმალურად აარიდონ.

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. 

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.   

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...