მთავარისიახლეებისაზოგადოებაყინულის სახლის ტერიტორია m2-მა იყიდა

ყინულის სახლის ტერიტორია m2-მა იყიდა

Published on

ზუგდიდის ყინულის სახლის ტერიტორია გაიყიდა. მიწა სამშენებლო კომპანია m2- მა 7 270 118 ლარად შეიძინა.ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ.

„ზუგდიდში თეატრის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებებით 7 270 118 ( შვიდი მილიონ ორას სამოცდაათი ათას ას თვრამეტი) ლარად m2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო უძრავი ქონებაზე 8 000 000 (რვა მილიონი) ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება, 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს მშენებლობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთის გასხვისების მომენტიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟს. შემძენი ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა დაასრულოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში“- განაცხადეს მერიაში.

ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების ნაწილი მხარს არ უჭერდა და ამ მოტივით რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა  საკრებულომ ტერიტორია საპრივატიზაციო ნუსხაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე შეიტანა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...