მთავარიUncategorizedოპოზიცია პარლამენტში მომხდარს განმარტავს

ოპოზიცია პარლამენტში მომხდარს განმარტავს

Published on

პარლამენტში სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, იმის ნაცვლად რომ პარლამენტმა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილოს და სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შს მინისტრის გადაყენებაზე იმსჯელოს, ხდება რუტინული საკითხების განხილვა.

“ეს ხალხი მოწყვეტილია რეალობას და წლებია, ქვეყანაში ჩიხში მიაქანებენ, უფსკურლისკენ მიაქანებენ და ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ,” – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან გააკეთა „ის საკითხი, რომელიც მთელი საზოგადოების საქმეა, ყველას აღელვებს, გახარიას გადადგომის საკითხი. განხილვაც კი არ უნდათ ამის ჩვეულებრივი კანონპროექტები უნდა ვიხილოთ ამათთან ერთად? როგორც ჩანს, ცხვრის ფარის გადარეკვასთან დაკავშირებით რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდება ზეპარტიული საკითხია, „ოცნების“ განცხადებები კი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გავს.

„აქ არაფერ შუაშია არც ნაციონალური მოძრაობა, არც ევროპული საქართველო, ზეპარტიული საკითხია, რა შუაშია ან ერთი პარტია, ან მეორე. ხმას როგორ იღებენ და რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი, ოკუპანტი რომლის ხელებზეც ქართველი ჯარისკაცების სისხლიც არაა შემშრალი, შემოიყვანეს ამ დარბაზში. შტურმით თუ ვინმემ აიღო დარბაზი ესენი არიან. საუბრობენ ყველაფერზე გარდა სიმართლეზე….

გახარია არის კრიმინალი, უბრალოდ მსხვილი კალიბრის… მთავარი არის ის, რომ ერთი ერთში გავს ქართული ოცნების ეს ნარატივი იმას რასაც იყენებდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მაშინდელი კომპარტია, მაშინაც საუბრობდნენ რომ მაშინდელმა ლიდერებმა გამოიყენეს ახალგაზრდები. იმისთვის ვცხოვრობთ რომ რუსმა არ აგვიღოს, მაშინ რაღა აზრი აქვს დეპუტატობას, უნდა შევაკვდეთ დიახ, როცა რუსი შემოვა. ივანიშვილი, რომელსაც სპეცრაზმი ჰყავს ეზოში და ისე ძინავს. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ივანიშვილს მიაჩნია.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

“როდესაც დაიწყო სესია, მშვიდად, ჩხუბის გარეშე, დავაყენეთ საკითხი, რომელიც დღეს აინტერესებს ყველას, ვინც დგას აქციაზე და ვინც აპროტესტებს, რაც ხდება, კონკრეტული რეზოლუციის საკითხი, სადაც წერია, რომ გახარია უნდა გადადგეს და დაპატიმრებული ადამიანები უნდა გამოუშვან

„ძალიან სამწუხაროა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ”, ნერვები უმტყუნა, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, დაიწყეს ჩხუბი, ყვირილი, ყაყანი, მიკროფონების გარეშე მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ყველას მინდა, ახსოვდეს, ახალგაზრდები იქ არ დგანან იმისთვის, რომ პარლამეტში ვიღაცამ მუშტი დაარტყას ვიღაცას, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მდინარაძემ, ჩუგოშვილმა, პარლამენტის ყველა წევრმა იმაზე, რაც მოხდა, პასუხისმგებლობის აღების ერთადერთი ფორმა, რასაც აქცია ითხოვს, არის გახარიას გადადგომა და დაკავებულების გამოშვება,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უნდა იყოს გახარიას გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, სანამ ამაზე არ იმსჯელებს პარლამენტი მე არ მიმაჩნია, რომ მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს ვინმეს უმრავლესობიდანიმსჯელოს იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, იმიტომ რომ დღეს ათასობით განრისხებული ჩვენი თანამოქალაქე დგას პარლამენტის წინ ყოველ საღამოს და ითხოვს შს მინისტრის გადადგომას,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სიახლეები

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...