მთავარისიახლეებიპოლიტიკაისტორიაში არ ყოფილა, რომ პარლამენტის წევრისთვის აღეძრათ სისხლის სამართლებრივი დევნა - სამადაშვილი

ისტორიაში არ ყოფილა, რომ პარლამენტის წევრისთვის აღეძრათ სისხლის სამართლებრივი დევნა – სამადაშვილი

Published on

მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, რომ მოქმედი პარლამენტის წევრისთვის აღეძრა სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლებას – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ასეთი რეპრესიული პოლიტიკის მქონე მთავრობა, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, ქვეყანა დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ახსოვს. 

„დღეს საქართველოს პარლამენტში დაიწყო პროცედურა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, რომ მოქმედი პარლამენტის წევრისთვის აღეძრა სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლებას. ეს თავისთავად, უკვე მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ მსგავსი რეპრესიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ჰყოლია“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ შს მინისტრს, გიორგი გახარიას, თანამდებობას არ დაატოვებინებს.

„გარდა ამისა, დღეს, საქართველოს პარლამენტში, გავრილოვის ჩამოსვლაზე, ასევე პასუხისმგებელი ადამიანი, როგორც იყო კობახიძე, დანიშნა ივანიშვილმა თავისი მორიგი მარიონეტი აირჩიეს პარლამენტის სპიკერად და ქართველ ხალხს დასცინა ბიძინა ივანიშვილმა და უთხრა, რომ, რა თქმა უნდა, გახარია არსად არ წავა. მოსკოვის მიერ დანიშნული შს მინისტრი რჩება ადგილზე, გავრილოვის ჩამომყვანიერთი პირი ჩაანაცვლეს მეორე პირად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ და გავრილოვთან დაპირისპირებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ის, ვინც ფიზიკურად დაუპირისპირდა გავრილოვის მიერ ჩვენი პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას და განაცხადა, რომ მე არ შემოვუშვებ კობახიძეს აქ, სანამ არ გადადგება, ეს ადამიანი გახდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დევნის ქვეშ და საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შესაძლო მსხვერპლი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...