მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა...

გრიგოლ ვაშაძე: ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან რაც დღეს საქართველოში ხდება არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე.

რაც გინდათ დაარქვით ამას, გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა, გინდა თხოვნა, არც ერთის არ შეგვეშინდება, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და ამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენს გაჯიქებას და გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სახელმწიფო და სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში და არც არეულობა არ გვჭირდება, ყოველი წუთი ვიყვით და ვართ მზად დიალოგისთვის. სხვათა შორის დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც, როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად პარლამენტი უნდა გადაიქცეს იმად, რის გამოც არის ეს ორგანო შექმნილი, იქ უნდა იყოს განხილული ის სისტემური კრიზისი და საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც დღეს აღელვებს საქართველოს მოქალაქეებს“, -განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...