მთავარისიახლეებიპოლიტიკადაპირისპირება პარლამენტში - მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის,...

დაპირისპირება პარლამენტში – მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე, რასაც ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოყვა

Published on

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიცია ითხოვდა დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. 

ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა. 

„გინდათ გადატრიალება ამ ქვეყანაში, ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად“- მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.

მისი თქმით, პარლამენტში ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს აგრძელებს. მდინარაძემ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

„პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება რაც ხდება ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, არ მოგწონთ ხო ეს ამბავი? რაც გააკეთეთ,როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით, როგორ ისარგებლეთ, როგორ გინდათ დესტრუქცია და გადატრიალებები ამ ქვეყანაში,“-მამუკა მდინარაძემ მიმართვა ვერ დაასრულა, რადგან დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...