მთავარისიახლეებიპოლიტიკააქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება

აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება

Published on

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, გუშინ ცოცხალი ჯაჭვით და საქართველოს ჰიმნით დაასრულდა. ხელჩაკიდებულებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცია. მათ პარლამენტი სიმბოლურ ალყაში მოაქციეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციის ღამეს დაკავებულები, დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც აქციის მონაწილეთა თქმით, ათობით ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

სამოქალაქო აქტივისტები დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან. 

„რეალურად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების გეგმები არის უცვლელი. ჩვენ ყოველ დღე მოვდივართ აქ, სამსახურში 7 საათზე, პარლამენტის წინ. ახალგაზრდებს გვახასიათებს კრეატიული აზრები, ამიტომ შევეცდებით, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ და თუ დაგვჭირდა ორი კვირის შემდეგ, მაქსიმალურად ბევრი კრეატივი დავდოთ, მაქსიმალურად ბევრი ხმაურით შევაწუხოთ ჩვენი ხელისუფლება,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...