მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად - გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, კლინიკიდან გამოწერეს

უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად – გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, კლინიკიდან გამოწერეს

Published on

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. “მადლობა” – ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში.  

მაკო გომურმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეცდება ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

„ახალა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. ნუ რაღაც ეტაპზე არის კარგი მდგომარეობა ახლა, ველოდებით შემდეგ კიდევ მკურნალობას და  მოკლედ ყველაფერი არის ძალიან კარგად. რაც შეეხება რას მივმართავ ახლა ჩემს თანატოლებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება, არ ვიცი … მოდი დავიწყოთ მადლობით, ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ. მართლა  ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გვერდში დგომისთვის, ანუ რაც ახლა გამაჩნია ძალა, გამაჩნია იმ ადამიანებისგან ალბათ. ანუ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ესე. არც ჩემი და იქნებოდა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და არ ვიცი, ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეებისწინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ანუ მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას სადაც ვიყავით და სადაც იყო ყველა და იბრძოდა რაღაცის წინააღმდეგ. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ უნდა  ვიდგეთ ყველა ერთად და ვიბრძოლოთ ერთად,“-განაცხადა მაკო გომურმა. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...