მთავარისიახლეებიპოლიტიკამომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა

მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა

Published on

რუსული ესტრადის მომღერალი და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი დიანა ღურწკაია თბილისში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დადებითად და მეგობრულად არის რუსების მიმართ განწყობილი.

“მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის”. მისი თქმით, სტუმართმოყვარეობა ქართველების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და “სტუმრისადმი არაპატივსაცემო დამოკიდებულება სირცხვილად ითვლება”.

“ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება (დასვენება) ჩაიშალა” – მომღერლის სიტყვებს რუსული “ვზგლიადი” ციტირებს.

ფაქტს მწერალი ზვიად კვარაცხელია გამოეხმაურა.” საერთოდაც მგონია, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სოსო პავლიაშვილების, დიანა ღურწკაიების, ქეთა თოფურიების, დათო ხუჯაძეების, აჩი ფურცელაძეებისა და სხვა ქართველ “მოსკოველთა მოსკორილს”. არაფერს ისინი ქართული და არც მით უმეტეს საერთაშორისო კულტურის თვალსაზრისით არ წარმოადგენენ. ჰოდა, ნუ გამოიყვანთ ავანსცენაზე, იყონ თავისთვის, სამშობლო მაგათ არ ანაღვლებთ და თავის საქმეში კიდე საშუალოზე დაბალი რანგისა არიან. ” -წერს ზვიად კვარაცხელია.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...